ხახვის პეროგი გერმანულად

არომატული, უგემრიელესი, მსუბუქად მოსამზადებელი პეროგია. მას ამზადებენ ახალი ღვინის დღესასწაულზე გერმანიაში, თუმცა სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ პოპულარულია. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ. ულუფა: 6-8.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  250გრ;
  • კარაქი  80გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • რძე  5ს/კ;
  • გულსართი:
  • ხახვი  800გრ;
  • ქამა სოკო  400გრ;
  • ნაღები 20%-იანი  200გრ;
  • კარაქი  60გრ;
  • კვერცხი  4ც;
  • მარილი, ჯავზი, ბეგქონდარა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ცომი: ფქვილს დავამატოთ მარილი, ცივი დაჭრილი კარაქი და დავაბლენდეროთ. დავამატოთ კვერცხი, 5ს/კ რძე, მოვზილოთ ცომი, ჯერ ჯამში, შემდეგ მაგიდაზე ვზილოთ. შევახვიოთ ცელოფანში და მაცივარში შევინახოთ 40 წთ. გულსართი: სოკო თხლად დავჭრათ, ხახვი მსხვილად. კვერცხი მიქსერით ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი, ჯავზი, ბეგქონდარა, ნაღები, ისევ მიქსერით ავთქვიფოთ. კარაქში მოვხრაკოთ ხახვი და სოკო. გავაბრტყელოთ ცომი და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში ჩავდოთ, ბორტები გავუკეთოთ. დავაწყოთ სოკო, გახეხილი ყველი, ხახვი, დავასხათ ნაღებიანი მასა, დარჩენილი ცომი დავაფინოთ ზემოდან, აკურატულად შევუკრათ გვერდები, შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 40 წთ. ხახვის პეროგი გერმანულად მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო