ხახვის პეროგი კვერცხით

ნოყიერი, გემრიელი, მარტივად მოსამზადებელი პეროგია. საუზმეზე ან უცებ წასახემსებლად კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6-8.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  6ც (2ც ცომში, 4ც გულსართში);
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • კარაქი  120გრ;
  • ფქვილი  300გრ;
  • არაჟანი  300გრ;
  • მარილი  1/2ჩ/კ;
  • შაქარი  1/2ჩ/კ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ 4ც კვერცხი. ავთქვიფოთ 2ც კვერცხი, კარაქი გავადნოთ. ღრმა ჯამში არაჟანს ჩავამატოთ შაქარი და მარილი და ავურიოთ. დავამატოთ კვერცხი და კარაქი, გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წვრილად დავჭრათ მწვანე ხახვი, მარილი დავამატოთ, კვერცხი კუბიკებად დავჭრათ და ხახვს შევურიოთ. საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, ცომის ნახევარი ჩავასხათ, გულსართი თანაბრად გადავანაწილოთ, ზემოდან დარჩენილი ცომი დავასხათ. შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 40 წთ. გავაცივოთ ხახვის პეროგი კვერცხით და დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო