
ხახვის ფურცლებში და ჩაიში მოხარშული სკუმბრია ძალიან გემრიელი და ნაზი გამოდის. სწრაფადაც მზადდება. ნებისმიერ გარნირს მოუხდება, სცადეთ! დამზადების დრო: 25 წთ. ულუფა: 1-2.
ინგრედიენტები:
- სკუმბრია 1ც;
- შავი ჩაის ნაყენი 1ჩ/კ;
- ხახვის ფურცლები 60გრ;
- მარილი 0,5ჩ/კ;
- დაფნის ფოთოლი 2-3ც;
- შავი დაფქული პილპილი 2-3 მწიკვი;
- მომზადების წესი:
ხახვის ფურცლებს ცივი წყალი დავასხათ და 10 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ კარგად გავრეცხოთ. თევზს თავი და კუდი მოვაჭრათ, გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. ქვაბში ჯერ ხახვის ფურცელი ჩავაფინოთ, დავადოთ სკუმბრია, დავასხათ ჩაის ნაყენი, დავამატოთ მარილი, პილპილი, დაფნა, თბილი წყალი დავასხათ, საშუალო ცეცხლზე დავდგათ და ავადუღოთ, ვხარშოთ 20 წთ. მზა თევზს კარგი შეფერილობა და საუცხოო არომატი ექნება. ქვაბიდან ამოვიღოთ სკუმბრია, თბილი წყალი გადავავლოთ და ლანგარზე დავდოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება