ხახვთან ერთად შემწვარი სარკისებრი კარპი

ამ რეცეპტით მომზადებული კარპი დამოუკიდებელი კერძია,  უგემრიელესია კარტოფილის პიურესთან, ბრინჯთან ერთად. ხახვთან ერთად შემწვარი სარკისებრი კარპი  მარტივად და სწრაფად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 3-5.

ინგრედიენტები:

სარკისებრი კარპი  1ც;

ხახვი  3-4თ;

ზეთი  50მლ;

მარილი, პილპილი, ფქვილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ თევზი. დავჭრათ 2სმ სისქის ნაჭრებად. მოვათავსოთ ჯამში და მარილი და პილპილი დავაყაროთ, ავურიოთ. ამოვავლოთ ფქვილში და ზეთში შევწვათ, თავიდან საშუალო ცეცხლზე, შემდეგ დაბალზე. გადმოვიღოთ თევზი და იმავე ტაფაში შევწვათ დაწრილი ხახვი. დავაყაროთ კარპს და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო