ხარჩო საქონლის ხორცით

ნოყიერი, სასიამოვნო კერძია. დამზადების დრო: 2 სთ 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ხორცი  1,35კგ;
  • ხახვი 1თ;
  • ნიახურის ბოლქვი  2ც;
  • წყალი  1ლ;
  • პომიდორი  800გრ;
  • ლიმონის წვენი  2ს/კ;
  • ნიორი  2კბილი;
  • ზეთი  4ს/კ;
  • დაფნის ფოთოლი  2ც;
  • წითელი დაფქული პილპილი  1ჩ/კ;
  • დაფქული ქინძი  1ჩ/კ;
  • ბრინჯი  200გრ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი, დავჭრათ, მარილი მოვაყაროთ და ორ ნაწილად გავყოთ. ქვაბი ცეხლზე შემოვდგათ, ჩავასხათ 2ს/კ ზეთი, როცა გაცხელდება, ნახევარი ხორცი ჩავყაროთ და მოვშუშოთ. დავამატოთ დარჩენილი ხორცი და  ვშუშოთ. გადმოვიღოთ ქვაბიდან. იმავე ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიახური, დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, დავასხათ წყალი, ჩავამატოთ ხორცი და დაფნის ფოთოლი. წამოდუღებიდან 1,5-2 სთ ვადუღოთ. დავამატოთ ბრინჯი, ქინძი, დანაყილი ნიორი, პილპილი, ლიმონის წვენი და 20 წთ ვადუღოთ. გადმოვდგათ ცეხლიდან და დავამატოთ დაჭრილი კამა და ოხრახუში, მარილი, პილპილი. 10 წთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით ხარჩო საქონლის ხორცით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო