
ხაჭაპური არაჟნის ცომით გამოდის გემრიელი, ნოყიერი და რბილი. სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.
ინგრედიენტები:
- ყველი 400გრ;
- ფქვილი 250გრ;
- არაჟანი 200გრ;
- კარაქი 50გრ;
- ზეთი 2ს/კ;
- მარილი 0,5ჩ/კ;
- კვერცხი 1ც;
- სოდა 0,5ჩ/კ;
მომზადების წესი:
ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დავამატოთ კვერცხის ცილა, ზეთი, მარილი, არაჟანი, სოდა. მოვზილოთ ცომი, მოვამრგვალოთ, დავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 30 წთ. გავხეხოთ ყველი, დავამატოთ 2 ჩ/კ კარაქი. ცომი გავყოთ 5 ნაწილად, თითოეული გავაბრტყელოთ, შუაში ყველი ჩავდოთ, შევკრათ ცომი, ოდნავ გავაბრტყელოთ და ტაფაში გამოვაცხოთ. მზა ხაჭაპურს კარაქი წავუსვათ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება