ხაჭაპური თბილისურად

ხაჭაპური თბილისურად უცბად მზადდება, გემრიელია, ნოყიერი. გულგრილს ვერავის დატოვებს, იმდენად კარგია! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • მაწონი  500მლ;
  • ფქვილი  1კგ;
  • სოდა  3გრ;
  • კვერცხი  4ც;
  • ყველი  600გრ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ღრმა ჯამში ჩავსხათ მაწონი, დავამატოთ სოდა, ავურიოთ, დავამატოთ 3ც კვერცხი, ფქვილი და ცომი მოვზილოთ. ცომი რბილი უნდა იყოს, თან ხელ ს არ ეკვროდეს. გავხეხოთ ყველი, შევურიოთ 1ც კვერცხი. ცომი გავაბრტყელოთ 4 ნაწილად, თითოეული კიდევ ორად გავყოთ და თხლად გავაბრტყელოთ. დავადოთ გულსართი, ზემოდან გადავაფინოთ მეორე გაბრტყელებულუ ნაწილი და შევკრათ. ტაფაში ცოტა ზეთი ჩავასხათ, ამობრუნებულად დავდოთ ხაჭაპური, თავზე დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ 7-8 წთ, შემდეგ აკურატულად ამოვაბრუნოთ, 3-4 წთ კიდევ გამოვაცხოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო