ხაჭაპურის მარტივი რეცეპტი

ამ რეცეპტით უგემრიელესი და უნოყიერესი ხაჭაპური გამოდის. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ . დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2ჭ;
  • ნატურალური იოგურტი  ¾ჭ;
  • მარილი, შაქარი, სოდა  მწიკვი;
  • ყველი  350გრ;
  • ხაჭო  100გრ;

მომზადების წესი:

ერთმანეთს შევურიოთ ფქვილი, მარილი, შაქარი, სოდა და იოგურტი. მოვზილოთ ცომი და ცოტა ხანს დავაყოვნოთ. გავხეხოთ ყველი, დავამატოთ ხაჭო, ავურიოთ და 4 ნაწილად გავყოთ, ბურთულები გავაკეთოთ. ცომი 8 ტოლ ნაწილად გავყოთ, გავაბრტყელოთ ერთი, დავადოთ გულსართი, მეორე გაბრტყელებული ცომი ზემოდან დავადოთ, ორივე შევკრათ, აკურატულად გავაბრტყელოთ ცომის საბრტყელებლით. დავდოთ მშრალ გახურებულ ტაფაზე და თავდახურული გამოვაცხოთ. ძირი რომ გამოუცხვება, ამოვაბრუნოთ. ხაჭაპურის მარტივი რეცეპტი ყოველთვის დაგეხმარებათ სწრაფად გამოაცხოთ და გაუმასპინძლდეთ სტუმრებს უგემრიელესი ხჭაპურით. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო