ხაჭოს ბაურსაკი

ხაჭოს ბაურსაკი ჰაეროვანი, ნაზი და უგემრიელესი გამოდის. საუზმეზე მურაბასთან ერთად კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 10-15.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო  400გრ;
  • კვერცხი  2-3ც;
  • არაჟანი  100გრ;
  • სოდა, მარილი  თითო მწიკვი;
  • შაქარი  4ს/კ;
  • ფქვილი  გემოვნებით;
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

არაჟანი ჩავდოთ ჯამში, დავამატოთ მარილი, შაქარი, სოდა და გადავურიოთ. ჩავახალოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. დავამატოთ ხაჭო და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ვურიოთ. ბოლოს ფქვილი დავაყაროთ და რბილი ცომი მოვზილოთ. ძეხვისებურად დავგორგლოთ, დავჭრათ პატარა გრძელ ნაჭრებად. შევწვათ ადუღებულ ზეთში, ჯერ ქაღალდის ხელსახოცებზე დავაწყოთ, ზედმეტი ცხიმი რომ მოსცილდეს და შემდეგ გადავიტანოთ ლანგარზე. სურვილისამებრ, შაქრის პუდრა მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო