ნოყიერი, სასარგებლო, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ბლითებია. საუზმეზე ან ვახშამზე კარგი იდეაა. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 5.
ინგრედიენტები:
- ხაჭო 300გრ;
- კვერცხი 1ც;
- მაგარი ყველი 50გრ;
- ფქვილი 5-6ს/კ;
- მარილი გემოვნებით;
- სეზამის მარცვლები 1ს/კ;
მომზადების წესი:
ხაჭო მშრალი უნდა იყოს, რომ ცომი თხელი არ გამოვიდეს. გავხეხოთ ყველი, დავამატოთ ხაჭოს, კვერცხი ჩავახალოთ, მარილი დავაყაროთ და კარგად ავურიოთ, ჯერ ფქვილის ნახევარი დავამატოთ, მოვზილოთ, შემდეგ დანარჩენი. ცომი გავყოთ 5 ტოლ ნაწილად. თითოეული გრძლად დავგორგლოთ და ბოლოებით შევაერთოთ. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, სეზამის მარცვლები მოვაყაროთ, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 15-25 წთ. ხაჭოს და ყველის ბლითები გავაცივოთ, უფრო რბილი გახდება. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება