ხაჭოს დესერტი ბანანით

ხაჭოს დესერტი ბანანით გემრიელი, სასარგებლო, ნაზი სტრუქტურის ტკბილეულია. დამზადების დრო: 1 სთ 10 წთ. ულუფა: 3.

ინგრედიენტები:

  • ბანანი  1ც;
  • ხაჭო  300გრ;
  • რძე  500მლ;
  • შაქარი  3-4ს/კ;
  • კაკაო  1-2ს/კ;
  • შვრიის ფქვილი  4ს/კ;

მომზადების წესი:

ქვაბში ჩავასხათ რძე, დავამატოთ კაკაო, ავურიოთ და შევათბოთ. ჯამში ჩავდოთ ხაჭო და შაქარი დავამატოთ. კაკაოიანი  მასა დავამატოთ ხაჭოიანს და შვურიოთ. გავშალოთ საკვები ცელოფანი, მასზე ბრტყლად დავდოთ დესერტის მასა, შუაში ჩავდოთ ბანანი, გადავახვიოთ რულეტისებურად და საყინულეში შევდგათ 1 სთ. მზა დესერტი სასურველი ზომის ნაჭრებად დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო