ხაჭოს ღვეზელი ფენოვანი ცომით

თუ მზა ფენოვანი ცომი გაქვთ, უსწრაფესად გამოაცხობთ ამ არაჩვეულებრივ ღვეზელებს. შეგიძლიათ შაქარი დაუმატოთ და ტკბილი დესერტიც მზად იქნება! დამზადების დრო: 35 წთ. ულუფა: 5-6.

ინგრედიენტები:

  • მზა ფენოვანი ცომი  400გრ;
  • ხაჭო  300გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • კვერცხის გული  1ც;
  • ყაყაჩოს ან სეზამის მარცვლები  სურვილისამებრ;

მომზადების წესი:

ღუმელი ჩავრთოთ 180 გრადუსზე. ხაჭოს დავამატოთ კვერცხი, მარილი, პილპილი და ჩავნგლით ავურიოთ. ცომი დავჭრათ კვადრატებად (8სმ). შუაში გულსართი ჩავდოთ და სამკუთხედისებურად გადავკეცოთ. ჩანგლით შევუკრათ კიდეები. საცხობ ფორმას ზეთი წავუსვათ და დავაწყოთ ღვეზელები, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები ან ყაყაჩოს თესლი, შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ 20-25 წთ. ხაჭოს ღვეზელი ფენოვანი ცომით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო