ხაჭოს ღვეზელი ქიშმიშით

არომატული, გემრიელი და თანაც პრაქტიკული ღვეზელებია. ხაჭოს ღვეზელი ქიშმიშით კარგი იდეაა დილის საუზმეზეც და პიკნიკზეც! დამზადების დრო: 4 სთ. ულუფა: 9.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  500გრ;
  • რძე  250მლ;
  • მშრალი საფუარი  10გრ;
  • წყალი  100მლ;
  • შაქარი  4ს/კ;
  • მარილი  1ს/კ;
  • კვერცხი  2ც;
  • კარაქი  80გრ;
  • ხაჭო  250გრ;
  • ვანილი  10გრ;
  • ქიშმიში  100გრ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ოპარა: 50მლ თბილ წყალში ჩავყაროთ  მწიკვი ფქვილი და საფუარი, კარგად გავხსნათ, დავაყოვნოთ 15-20 წთ. საფუარი კარგად რომ ამოვა,  დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ ოლადების ცომის კონსისტენციის გამოვიდეს, ავურიოთ  და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 2-2,5სთ. დანარჩენ ფქვილს დავამატოთ შაქარი, კვერცხი, ოპარა, ზელვის პროცესში დავამატოთ 50მლ წყალი, ცომს გადავაფაროთ და დავაყოვნოთ 20-30 წთ, თბილ ადგილას. “დასვენებული” ცომი გადმოვიტანოთ შრალ ზედაპირზე და კარგად ჩავზილოთ. ისევ გადავაფაროთ, დავდგათ თბილ ადგილას. ამოსული ცომი გავყოთ ბურთულებად. გადავაფაროთ ჩაის ტილო და 15-20 წთ დავაყოვნოთ. გულსართი: ხაჭოს დავუმატოთ შაქარი, ვანილი, კვერცხის გული და გადავურიოთ. შემდეგ გავაბრტყელოთ თითოეული ბურთულა, ჩავდოთ გულსართი და შევკრათ. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, დავაყოვნოთ 40 წთ. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე, ოქროსფრად რომ შეიბრაწება, მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო