ხაჭოს ღვეზელი ვაშლით

ხაჭოს ღვეზელი ვაშლით გამოდის რბილი, ნაზი, არომატული. ჩაისთან ან ყავასთან საუცხოოა. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 16ც.

მომზადების წესი:

  • ფქვილი  330გრ;
  • ხაჭო 5-9%-იანი  180გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • გამაფხვიერებელი  5გრ;
  • კარაქი  3ს/კ (2 ს/კ ცომში, 1ს/კ კარამელში);
  • მარილი  1/4ჩ/კ;
  • ვაშლი  1-2ც;
  • შაქარი  2ს/კ;
  • მინერალური წყალი  2ს/კ;
  • დაფქული დარიჩინი  1ჩ/კ (0,5 ჩ/კ გულსართში, 0,5ჩ/კ მოსაყრელად);
  • შაქრის პუდრა  20გრ;
  • რძე  გემოვნებით (წასასმელად);

მომზადების წესი:

ხაჭოს დავუმატოთ დარბილებული კარაქი და ჩანგლით ავურიოთ. ჩავახალოთ კვერცხი, დავაყაროთ გამაფხვიერებელი, მარილი, გადავურიოთ. თანდათან ვამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი. უნდა გამოვიდეს რბილი, მოვაგუნდავოთ, გადავაფაროთ და მაცივარში შევდგათ. ცხელ ტაფაში ჩავდოთ კარაქი, დავამატოთ შაქარი, მინერალური წყალი, ვურიოთ, როცა მასა გასქელდება, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ვაშლი, 1-2 წთ ვშუშოთ კარამელში და გადმოვდგათ, გავაცივოთ. გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ წრეები, შუაში ჩავდოთ ცივი გულსართი, დარიჩინი მოვაყაროთ და შევკრათ. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, წავუსვათ რძე, შევდგათ 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 30 წთ. მზა ღვეზელებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა და დარიჩინი. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო