ხაჭოს ორცხობილა გარგრის ჩირით

ხაჭოს ორცხობილა გარგრის ჩირით  სასიამოვნო გემოს არომატული დესერტია. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 3.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო  150გრ;
  • შვრიის ფანტელი  100გრ;
  • გარგრის ჩირი  40-50გრ;
  • ბანანი  1ც;
  • გამაფხვიერებელი  0,5ჩ/კ;
  • ქოქოსის ფანტელი  50გრ;

მომზადების წესი:

დავაქუცმაცოთ შვრიის ფანტელი. ჩირი და ბანანი დავაბლენდეროთ და შვრიას დავუმატოთ. შემდეგ დავამატოთ ხაჭო, გამაფხვიერებელი და ავურიოთ. გავაკეთოთ პატარა ბურთულები, ქოქოსის ფანტელში ამოვავლოთ, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 20 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო