ხაჭოს ორცხობილა

თუ სტუმრები უცაბედად დაგადგნენ თავს, ამ რეცეპტით უსწრაფესად გამოაცხობთ უგემრიელეს დესერტს და გაუმასპინძლდებით მათ. დამზადების დრო: 55 წთ.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო  400გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • არაჟანი  50გრ;
  • შაქარი 1ჭ;
  • ფქვილი  2,5ჭ;
  • კარაქი  100გრ;
  • სოდა  1,2ჩ/კ;
  • ლიმონმჟავა  მწიკვი;
  • ვანილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

ხაჭო მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ შაქარი და მარილი, ჩანგლით დავაქუცმაცოთ, დავამატოთ არაჟანი,  კვერცხი ჩავახალოთ და ავურიოთ. მეორე ჯამში გავცრათ ფქვილი, დავამატოთ სოდა, ლიმონმჟავა, კარაქი და შევურიოთ ეთმანეთს. ორივე მასა შევაერთოთ და ცომი მოვზილოთ. ცომი 2 სმ-ზე გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ წრეები, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წთ. ხაჭოს ორცხობილა ჩაისთან ან ყავასთან ერთად გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

4 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო