ხაჭოს პარფე

ხაჭოს პარფე ჰაეროვანი, მსუბუქი, არომატული დესერტია. მარტივად მზადდება. ღირსეულად დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრას. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6-7 ც.

ინგრედიენტები:

  • ნაღები 33%-იანი  250მლ;
  • ხაჭო  40გრ;
  • ყავისფერი შაქარი  1ჭ;
  • ვანილი  0,5ჩ/კ;
  • მანგო  1ც;
  • ლიქიორი  2ჩ/კ (ბავშვებისათვის  სიროფი);
  • გრძელი ორცხობილა  6ც;
  • თხილი  50გრ;

მომზადების წესი;

დავფქვათ ყავისფერი შაქარი. ნაღები და ყავისფერი პუდრა ავთქვიფოთ. დავმატოთ ხაჭო და ლიქიორი, მიქსერით ვთქვიფოთ 1 წთ. ამ მასის მცირე ნაწილი ფორმაში გადავიტანოთ. მანგო დავაბლენდეროთ, ორი ორცხობილა ამოვავლოთ მანგოს პიურეში, დავაწყოთ ხაჭოიან მასაზე, შემდეგ ისევ ხაჭოიანი მასა, ზემოდან 4ც ამოვლებული ორცხობილა, ზემოდან კი ხაჭოიანი მასა. შევდგათ მაცივარში 5-6 სთ. ზემოდან მოვრთოთ დარჩენილი მანგოს პიურეთი და დაქუცმაცებული თხილით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო