ხაჭოს პეროგი მურაბით

ხაჭოს და მურაბის გულსართი ამ პეროგს შესანიშნავ გემოს აძლევს. უგემრიელესი დესერტია. ჩაისთან და ყავასთან არაჩვეულებრივია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • კარაქი  100გრ (+30გრ გულსართში);
  • კვერცხი  1ც(+2ც გულსართში);
  • სოდა  1/3ჩ/კ;
  • კაკაო  1ჩ/კ;
  • შაქარი  4ს/კ (+5ს/კ გულსართში);
  • ფქვილი  200გრ( +1ჩ/კ გულსართში);
  • ხაჭო  400გრ;
  • მურაბა  გემოვნებით;
  • ვანილი, შოკოლადი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ დარბილებული კარაქი. ფქვილს შევურიოთ კაკაო, სოდა, ვანილი და დავამატოთ კარაქიან მასას. მოვზილოთ ცომი. ცომი 2 არათანაბარ ნაწილად გავყოთ, პატარა შევინახოთ საყინულეში, დიდი შევდოთ მაცივრის თაროზე. გულსართის ინგრედიენტები კარგად შევურიოთ ერთმანეთს. ცომი მრგვალ საცხობ ფორმაში გავაბრტყელოთ, 2-3 სმ-ს ბორტები ამოვუყვანოთ, ჯერ მურაბა წავუსვათ, ზემოდან ხაჭოს მასა, შემდეგ გაყინული ცომი გავხეხოთ და ზემოდან მოვაყაროთ. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და 45 წთ გამოვაცხოთ. ხაჭოს პეროგი მურაბით გავაცივოთ და გამდნარი შოკოლადი მოვასხათ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო