ხაჭოს პეროგი ვაშლით

ფუმფულა და არომატული ხაჭოს პეროგი ვაშლით საუზმეს უფრო ხალისიანს და გემრიელს გახდის, განწყობასაც აგიმაღლებთ დილიდანვე. თან ტაფაში ცხვება და მარტივია.  . დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

ვაშლი  2ც;

ხაჭო  100გრ(ნებისმიერი ცხიმიანობის);

კვერცხი  2ც;

ფქვილი  130გრ;

გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;

შაქარი  150გრ;

მარილი  2 მწიკვი;

ზეთი  3ს/კ;

კეფირი  80მლ;

მომზადების წესი:

ავიღოთ მიქსერის ჯამი, ჩავახალოთ კვერცხი, დავაყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ. დავამატოთ მარილი. ხაჭოს დავასხათ ზეთი, კეფირი და კარგად ამოვურიოთ. ეს ორი მასა შევაერთოთ. დავამატოთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებლით. მიქსერით მოვურიოთ, ცომი უნდა იყოს სქელი. ტაფას დავაყაროთ 30გრ შაქარი, გავასწოროთ მთელს ზედაპირზე. სურვილისამებრ, შეგვიძლია დავაწყოთ კარაქის პატარა ნაჭრები. ზემოდან დავაწყოთ კუბიკებად დაჭრილი ვაშლი, ფრთხილად დავასხათ ცომი, დავფაროთ ვაშლის ფენა. ტაფას დავახუროთ თავსახური და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. 20-25 წთ გამოცხვება. ავხადოთ ტაფას და შევამოწმოთ ცომი, უკვე ფხვიერი უნდა იყოს. ამოვაბრუნოთ ტაფა განიერ თეფშზე, დავჭრათ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით.

2 კომენტარები

  1. You actually make it seem so easy with your presentation but I find this matter to be really something which I think
    I would never understand. It seems too complicated and very
    broad for me. I am looking forward for your next post, I will try
    to get the hang of it!

    Here is my website – nordvpn special coupon code

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო