ხაჭოს ქაფქეიქები

მსუბუქი და ჰაეროვანი დესერტია, თან სწრაფადაც მზადდება. ხაჭოს ქაფქეიქები შეგვიძლია შოკოლადის მინანქრითაც მოვრთოთ, სურვილისამებრ. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო  350გრ;
  • შაქარი  1ჭ;
  • ფქვილი  250გრ;
  • კვერცხი  3ც;
  • კარაქი  200გრ;
  • მარილი  მწიკვი;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • ქიშმიში, ცუკატები  100გრ;
  • რიკოტა  100გრ;
  • შაქრის პუდრა  100გრ;

მომზადების წესი:

დარბილებულ კარაქს შევასრისოთ შაქარი. თეთრი მასა უნდა მივიღოთ. ხაჭო დავაბლენდროთ. დავამატოთ კარაქიან მასას, ჩავახალოთ კვერცხი, ავთქვიფოთ, მცირე ულუფებით ვამატოთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. მოვზილოთ ცომი, არომატისათვის შეგვიძლია დავუმატოთ ვანილი ან ციტრუსის ცედრა. დავამატოთ ქიშმიში, ცუკატები. ცომი გადავანაწილოთ ფორმებში და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 30 წთ გამოვაცხოთ. კრემი: ავთქვიფოთ შაქრის პუდრა და რიკოტა. ცოტა კარაქი დავამატოთ. მზა ქაფქეიქები გავაცივოთ, კრემი საკონდიტრო ტომსიკაში მოვათავსოთ და თითოეულ დესერტის თავზე დავსვათ სასურველი ფიგურა. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო