ხაჭოს რბილი ორცხობილა

ხაჭოს რბილი ორცხობილა გამოდის ფაფუქი, ჰაეროვანი, ისეთი ნაზია, თითქოს პირში დნებაო. ადვილადაც მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  150გრ;
  • კარაქი  70გრ;
  • ხაჭო  200გრ;
  • შაქარი  80გრ;
  • კვერცხის გული  1ც;
  • მარილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

ხაჭო დავაბლენდეროთ. დავამატოთ შაქარი, ვანილი, დავაბლენდეროთ. დავამატოთ კარაქი, შემდეგ კვერცხის გული და დავაბლენდეროთ. გაცრათ ფქვილი, დავამატოთ და ძალიან რბილი ცომი მოვზილოთ. შევახვიოთ ცელოფანსი და 30 წთ შევდოთ მაცივარში. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გავაბრტყელოთ ცომი (ორად გავყოთ), დაახლ. 0,5-0,7სმ. ამოვჭრათ სასურველი ფორმები, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობზე და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო