
სასარგებლო, გემრიელი, ლამაზი წასახემსებელია. ხაჭოთი ფარშირებული პომიდორი სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 10.
ინგრედიენტები:
- პომიდორი 10ც (საშუალო);
- ხაჭო 250გრ;
- მწვანე ხახვი 2ღერი;
- კამა, ოხრახუში გემოვნებით;
- ნიორი 1კბილი;
- მაიონეზი 1-2ს/კ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
- მომზადების წესი:
გავრეცხოთ პომიდორი, მოვაჭრათ ზედა ნაწილი, კოვზით აკურატულად ამოვიღოთ რბილობი, პომიდვრები ამოვაბრუნოთ და ქაღალდის ხელსახოცზე დავაწყოთ, რომ კარგად დაიწრიტოს. ჩანგლით ავურიოთ ხაჭოს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და მაიონეზი. ამოვურიოთ. თითო ჩ/კ გულსართით ამოვავსოთ თითოეული პომიდორი. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება