ხბოს ჩაშუშული ბულგარულ წიწაკასთან ერთად

სოიოს სოუსში დამარინადებული ხბოს ხორცი ბოსტნეულთან ერთად უგემრიელესი გამოდის. ნაზი და ნოყიერი კერძია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • ხბოს ხორცი  600გრ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • ხახვი  2თ;
  • პომიდვრის კონსერვი   300გრ (თავისივე წვენში);
  • ფქვილი  1ს/კ;
  • სოიოს სოუსი  2ს/კ;
  • ბალზამიკოს ძმარი  1ს/კ;
  • წითელი დაფქული წიწაკა  1/2ჩ/კ;
  • პილპილის ნარევი  1/4ჩ/კ;
  • ჯავზი  მწიკვი (მუსკატის კაკალი);
  • ზეითუნის ზეთი  გემოვნებით;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ხორცი კუბიკებად დავჭრათ. სოიოს სოუსს დავამატოთ ბალზამიკოს ძმარი, წიწაკა, პილპილის ნარევი და ამ მასაში ხორცი მოვათავსოთ დასამარინადებლად 1 სთ. ზეთში ჯერ წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული და ერთად მოვხრაკოთ. დავამატოთ კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი და წვენი, მივიყვანოთ დუღილამდე. მეორე ტაფაში შევწვათ ხორცი, ბოლოს ფქვილი მოვაყაროთ და ამოვურიოთ, დავამატოთ ბოსტნეულს, ავადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და ვშუშოთ თავდახურული. ხბოს ჩაშუშული ბულგარულ წიწაკასთან ერთად მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო