ხბოს ხორცი ფრანგულად

ფრანგული სამზარეულოს საუცხოო კერძია. ღირსეულ ადგილს დაიკავებს სადღესასწაულო სუფრაზე და ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი მოხიბლავს. თან ადვილად მზადდება. დამზადების დო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხბოს რბილი ხორცი  1კგ;
  • ხახვი  2თ;
  • მაგარი სახეობის ყველი  250 გრ;
  • მაიონეზი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები.ხორცი დავჭრათ თხელ ფირფიტებად და სამზარეულოს საბეგვით დავბეგვოთ. დავაწყოთ საცხობ ფორმაზე, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავაწყოთ დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ გახეხილი ყველი, მოვასხათ მაიონეზი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზა კერძი უნდა იყოს ოქროსფერი ხრაშუნა კანით. ხბოს ხორცი ფრანგულად ცხელი გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო