ხბოს ხორცი ყაბაყით

უგემრიელესია და მარტივადაც მზადდება. იდეალურია ნებისმიერ გარნირთან. ხბოს ხორცი ყაბაყით კარგი ვარიანტია სადილზე ან ვახშამზე. დამზადების დრო:  1სთ.

ინგრედიენტები:

  • ხბოს ხორცი  300გრ;
  • ყაბაყი  1-2ც;
  • ხახვი  2თ;
  • ნიორი  3კბილი;
  • წიწაკა ჩილი  5გრ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი, ბაზილიკი, ბეგქონდარა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ყაბაყი დიდ ნაჭრებად დავჭრათ, ხახვი თხელ ნახევარრგოლებად. ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ (მზაობამდე არ უნდა მივიყვანოთ). დავაქუცმაცოთ ნიორი. ფორმას წავუსვათ ზეთი, დავაწყოთ ყაბაყი, დავაყაროთ მარილი, პილპილი, ხახვი, დავაწყოთ ხორცი, დავაყაროთ სანელებლები, მოვასხუროთ ზეთი და ამოვურიოთ. შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში 40 წთ. მზა კერძი ბაზილიკის ფოთლებით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო