ხბოს ხორცის “ჟარკოე”

გასაოცარი, უგემრიელესი კერძი გამოდის. ძალიან კარგად ეხამება ბოსტნეულს და არომატულიცაა. თან მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ

ინგრედიენტები:

  • ხბოს ხორცი  700გრ;
  • ღორის ქონი  50-100გრ;
  • კარტოფილი  2ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • შაქარი  1ჩ/კ;
  • პაპრიკა  1/4ჩ/კ (ცხარე დაფქული წიწაკა);
  • სოუსი “ტაბასკო”  2-4წვეთი;
  • არაჟანი  150გრ;
  • მწვანილი  1ჭ (დაკეპილი);
  • დაფნის ფოთოლი  3-4ც;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი, დავდოთ საწურზე, რომ ზედმეტი სითხე მოსცილდეს. დავჭრათ დიდ ნაჭრებად. ჩავდოთ ჯამში და შევურიოთ მარილი, შაქარი, პილპილი, სოუსი, პაპრიკა. დავჭრათ ღორის ქონი, დავდოთ ტაფაზე და გავადნოთ. შევწვათ ამ ცხიმში ხბოს ხორცი. არ უნდა დაგვეწვას. მომზადებული ბოსტნეული მსხვილად დავჭრათ. ოდნავ მოვშუშოთ იმავე ტაფაში, გადმოვიღოთ და ხორცს დავამატოთ. ასევე დავაყაროთ მწვანილი და კარგად გადავურიოთ. ეს მასა ან სამ თიხის ქოთანში გადავანაწილოთ, ან ერთში, დიდში. დავამატოთ დაფნის ფოთოლი, შევდგათ 200 გრადუსზე 30-40 წთ. ხბოს ხორცის “ჟარკოე ” ცხელი გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო