ხილის როლები

საინტერესო და ორიგინალური რეცეპტია. ხილის როლები იმდენად ლამაზი და საუცხოო გამოდის, ნებისმიერ დღესასწაულს მოუხდება. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 8-10ც.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო  200გრ;
  • არაჟანი  1ს/კ;
  • ფრუქტოზა  2ჩ/კ;
  • სეზამის მარცვლები  2ს/კ;
  • ბანანი  1ც;
  • კივი  1ც;
  • ნიგოზი 8ც;
  • შოკოლადი  100გრ;
  • შაქრის პუდრა  1ს/კ;

მომზადების წესი:

ხაჭო საცერში დავსრისოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ არაჟანი, ფრუქტოზა. კარგად გადავურიოთ. ბამბუკის ფირფიტაზე დავაფინოთ საკვების ცელოფანი, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები. ხაჭოს ფენა თანაბრად გადავანაწილოთ მთელ ზედაპირზე. ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი ხილი, გადავახვიოთ როლისებურად და მაცივარში შევდგათ 30 წთ. შემდეგ ბასრი დანა წყალში დავასველოთ და დავჭრათ. მოვრთოთ ნიგვზით, გახეხილი შოკოლადით და შაქრის პუდრით. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო