ხილის ტორტი მოხარშული ცომით

თუ არ მოგწონთ ძალიან ტკბილი ტორტები ბევრი კრემით, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა! ხილის ტორტი მოხარშული ცომით გამოდის ნაზი, რბილი, დახვეწილი გემოსი. მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 3 სთ 20 წთ. ულუფა: 4-5.

ინგრედიენტები:

  •  კვერცხი  4ც;
  • მარგარინი  100გრ;
  • წყალი  160მლ;
  • ფქვილი 1,5ჭ;
  • არაჟანი  300გრ;
  • შაქარი  0,5ჭ;
  • ბანანი  2ც;
  • ფორთოხალი  1ც;
  • კივი  1ც;

მომზადების წესი:

დაბალ ცეცხლზე გავადნოთ მარგარინი. დავასხათ წყალი, როცა ადუღდება, ფქვილი დავამატოთ. სულ უნდა ვურიოთ. გავაცივოთ ეს მასა და სათითაოდ დავამატოთ კვერცხი, მოვზილოთ ცომი. საცხობ ფორმას ჩავაფინოთ პერგამენტი და ცომი ბადისებურად დავასხათ, სამი ასეთი ფირფიტა დაგვჭირდება. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, როცა ფერს შეიცვლის, გადმოვიღოთ. ბანანი და ფორთოხალი კუბიკებად დავჭრათ, კივი ფირფიტებად. კრემი: არაჟანს დავამატოთ შაქარი, ავთქვიფოთ, თუ თხელია, 1ს/კ გამასქელებელი დავამატოთ. განიერ ფორმაზე დავდოთ პირველი კორჟი, წავუსვათ კრემი და ბანანი დავაწყოთ, დავადოთ მეორე ფენა, წავუსვათ კრემი და კივი დავაწყოთ, მესამე ფენა კრემი და ფორთოხალი. გვერდებზეც კრემი წავუსვათ, ტორტი შევდგათ მაცივარში 2 სთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო