ხორცი ყაბაყითა და კარტოფილით

ბოსტნეულთან ერთად შემწვარი ხორცი უფრო რბილი, ნაზი და გემრიელი გამოდის. სადილის შესანიშნავი იდეაა. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ხორცი  800გრ;
  • ხახვი  3თ;
  • სტაფილო  3ც;
  • კარტოფილი  1კგ;
  • ტომატი 60გ;
  • სოიოს სოუსი  30მლ;
  • ნიორი 1კბილი;
  • ფქვილი 2ს/კ;
  • ხორცის ბულიონი  1ლ;
  • ზეთი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ყაბაყი  200-250გრ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. სტაფილო კუბიკებად დავჭრათ. ასევე კარტოფილიც და ყაბაყიც. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ, ნიორი წვრილად დავკეპოთ. ცეცხლზე დავდგათ 2 ტაფა, ერთში მოვხრაკოთ ხახვი ზეთში, მეორეში კარტოფილი ზეთში. 5 წთ შემდეგ ხახვს დავამატოთ სტაფილო, ყაბაყი და კიდევ 5 წთ ვშუშოთ, ორივე ტაფა გადმოვდგათ. ორივე მასა ქვაბში გადავიტანოთ. ტაფებს ცხელი წყალი გამოვავლოთ და ქვაბში ჩავასხათ. ცხელ ტაფაში ზეთი ჩავასხათ და ხორცი დავაწყოთ. 10 წთ შევბრაწოთ და დავუმატოთ ბოსტნეულს. დავასხათ ცხელი ბულიონი ან მდუღარე წყალი. დავამატოთ მარილი, ნიორი, თავზე დავაფაროთ და 1 სთ ვშუშოთ. მოვამზადოთ სოუსი: მშრალ ტაფაში მოვხალოთ ფქვილი, ფერს როგორც კი შეიცვლის, 1 ჭ ცხელი ბულიონი დავასხათ, ვურიოთ. დავამატოთ ტომატი, სოიოს სოუსი, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით და ავურიოთ. სოუსი გადავასხათ ქვაბში, ამოვურიოთ, გავსინჯოთ მარილზე, თავზე დავაფაროთ და 1 სთ ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. ხორცი ყაბაყითა და კარტოფილით გადმოვდგათ და ცოტა ხანს დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო