ხორციანი კოტლეტები სოკოთი

კოტლეტები ყოველთვის გემრიელია, თუ სოკოსაც დავამატებთ, საუცხოო და  არომატული გამოვა. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ან ღორის ხორცის ფარში  600გრ;
  • სოკო 300გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • საფანელი 100გრ;
  • მდოგვი  1ს/კ;
  • ნიორი  1კბილი;
  • კონიაკი  1ს/კ;
  • ყველი  50გრ;
  • ფქვილი  100-150გრ;
  • ნუშის ფანტელი  50გრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. სოკო დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. ფარშს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, მდოგვი, მარილი, კონიაკი, პილპილი, ცოტა საფანელი და 1ც კვერცხი. გადავურიოთ ყველაფერი. ფარშისგან გავაკეთოთ კვერები, თითოეულს ჩავუდოთ ყველის ნაჭერი და სოკო, მვცეთ კოტლეტის ფორმა და ზემოდან დავსეროთ დანით.ამოვავლოთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში. ნუშის ფანტელი შევურიოთ საფანელს და კოტლეტები ამ ნარევშიც ამოვავლოთ. გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ხორციანი კოტლეტები სოკოთი. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო