ხორციანი მინი-ღვეზელები

ძალიან გემრიელი და ნოყიერი, პატარა ღვეზელებია. სწრაფადაც მზადდება. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • ხახვი 1თ;
  • ძროხის ხორცი  500გრ;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • ტომატის სოუსი  80მლ;
  • ბულიონი  1ჭ;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი, პილპილი, მწვანილი  გემოვნებით;
  • ცომი  500 გრ (ფენოვანი);

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპში, ხახვი წვრილად დავჭრათ და ეთსი მოვშუშოთ, დავამატოთ ფარში, ფქვილი, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავასხათ ტომატის სოუსი  და ბულიონი. ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე მანამ, სანამ სითხე არ აორთქლდება და ფარში არ იქნება მზად. ბლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გადმოვდგათ, გავაცივოთ.  გავაბრტყელოთ ცომი, დავჭრათ კვადრატებად, კექსის ფორმებში ჩავაფინოთ თითოეული, შევავსოთ ფარშით, ზემოდან დავაფინოთ ცომის კვადრატი და კიდეები შემოვუკეცოთ. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, შევაწყოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წთ. შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 180 გრადუსამდე და კიდევ 20 წთ გამოვაცხოთ. ხორციანი მინი-ღვეზელები სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო