ხორციანი პიცა

საკმაოდ ნოყიერი, მარტივად მოსამზადებელი და ძალიან “შინაურული” პიცაა. თანაც ხორციანი პიცა გემრიელი სადილის კარგი ალტერნატივაა. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2ჭ;
  • საფუარი  2ჩ/კ;
  • წყალი  3/4ჭ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • ტომატის სოუსი  150მლ;
  • ძროხის ხორცი  200გრ;
  • ყველი  300გრ;

მომზადების წესი:

ღრმა ჯამში ჩავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ცოტა შაქარი და საფუარი. ავურიოთ და 2-4 წთ დავაყოვნოთ. დავამატოთ ფქვილის ნახევარი, მარილი,  ზეთი, ავურიოთ. დავამატოთ დარჩენილი ფქვილი, მოვზილოთ ცომი და თბილ ადგილას დავდგათ. ამოსული ცომი ერთხელ ჩავზილოთ და ისევ დავაყოვნოთ. გავრეცხოთ და შევაშროთ ხორცი, ყველი გავხეხოთ. ზეთწასმულ საცხობ ფორმაში  გავაბრტყელოთ ცომი,  წავუსვათ ტომატის სოუსი, მოვაყაროთ  ნახევარი გახეხილი ყველი, დავაწყოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხორცი, დავაყაროთ დარჩენილი ყველი. შევდგათ 200გადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ, ხორცის მზაობა გავსინჯოთ და გადმოვდგათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო