ხორციანი ვატრუშკები

ვატრუშკები ღია გულსართიანი ღვეზელებია. ძირითადად ხაჭოიანია ცნობილი, თუმცა ამ რეცეპტის გამოყენების შემდეგ დარწმუნდებით, რომ ხორციანიც უგემრიელესი გამოდის. თან ნოყიერია და არომატული. დამზადების დრო: 2 სთ 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2ჭ;
  • რძე  0,5ჭ;
  • შაქარი  1ს/კ;
  • მარილი  1/2ჩ/კ;
  • მშრალი საფუარი  1ჩ/კ;
  • კვერცხი  2ც;
  • ზეთი 1/2ს/კ;
  • ხორცის ფარში  300გრ;
  • ხახვი  1თ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი. ამოვურიოთ და 15 წთ დავაყოვნოთ, ბუშტუკების გაჩენამდე. ღრმა ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი ზეთთან ერთად, დავამატოთ ოპარა, გადავურიოთ, დავამატოთ 1ჭ ფქვილი, ავურიოთ ჯერ კოვზით, შემდეგ დაბნარჩენი ფქვილი დავაყაროთ და ხელით მოვზილოთ. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი (ფქვილი, შესაძლოა რეცეპტში მითითებულზე მეტი ან ნაკლები დაგვჭირდეს). დავაფაროთ ჩაის ტილო და თბილ ადგილას დავდგათ 1 სთ. ხახვი წვრილად დავჭრათდა ფარშთან ერთად მოვხრაკოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი. ცომი გავყოთ 8 ტოლ მრგვალ ნაწილად, თითოეული ცენტრში ჭიქით ჩავაღრმავოთ, ამ ადგილას ჩავდოთ გულსართი და ოდნავ ჩავაწვეთ ხელით. ვატრუშკებს ათქვეფილი კვერცხის გული წავუსვათ, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე და შევდგათ 200 გარდუსზე 20-25 წთ. ხორციანი ვატრუშკები მზადაა დასაგემოვნებლად. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო