ხორცის კოტლეტები წიწიბურათი

უკრაინული სამზარეულოს უგემრიელესი კერძია. ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 40წთ.

ინგრედიენტები:

  • წიწიბურა  1ჭ;
  • ქათმის ხორცის  ფარში  450გრ;
  • ძროხის ხორცის ფარში  450გრ;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  2ც;
  • კვერცხი  2ც;
  • შავი დაფქული პილპილი  1/2ჩ/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • წითელი დაფქული პილპილი 1ჩ/კ;
  • ზეთი  2ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ წიწიბურა და მოვხარშოთ. გავარჩიოთ ხახვი, გავრეცხოთ და კუბიკებად დავჭრათ. სტაფილო გავფხიკოთ, გავრეცხოთ და გავხეხოთ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და ხახვი და სტაფილო მოვხრაკოთ. წიწიბურა, მოხრაკული ბოსტნეული და ფარში შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ კვერცხი, წითელი და შავი პილპილი, მარილი და ავურიოთ. სველი ხელით გავაკეთოთ კოტლეტები და ზეთში ოდნავ შევბრაწოთ, შემდეგ გადავიტანოთ შესაწვავ ფორმაში და 180 გრადუსზე შევდგათ ღუმელში 30 წთ. გემრიელად მიირთვით ხორცის კოტლეტები წიწიბურათი!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო