ხორცის პეროგი

ნაზი პეროგია გემრიელი, წვნიანი ხორციანი გულსართით. ადვილად მზადდება. სადილზე და ვახშამზე კარგი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ 10 წთ.

ინგრედიენტები:

  • კეფირი ან მაწონი  1ჭ;
  • კვერცხი  2ც;
  • სოდა 1ჩ/კ;
  • ფქვილი  1ჭ;
  • ფარში  300გრ;
  • ხახვი  1თ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ, გავრეცხოთ  ხახვი და ხორცსაკეპში გავატაროთ. ფარშს შევურიოთ. სოდა დავამატოთ კეფირს ან მაწონს, ავურიოთ და 10 წთ დავაყოვნოთ. ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი, ფქვილი და სათქვეფელათი კარგად გადავურიოთ. ფარშს მარილი და პილპილი დავაყაროთ და ტაფაში მოვხრაკოთ. ხშირად მოვურიოთ, რომ ფხვიერი მასა გამოვიდეს. საცხობ მრგვალ ფორმას ზეთი წავუსვათ, ჯერ ცომის ნახევარი ჩავასხათ, დავადოთ ფარში და დარჩენილი ცომი დავასხათ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წთ. პეროგი კარგად უნდა ამოვიდეს, ოქროსფერი მიიღოს. ხორცის პეროგი ოდნავ გავაცივოთ და დაჭრილი გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო