ხორცის რულეტები სიურპრიზით

ეს კერძი ღირსეულად დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრას. რეცეპტი საკმაოდ მარტივია, ხორის ხორცი სიურპრიზით გამოდის ნოყიერი, გემრიელი, ორიგინალური. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი  400გრ (რბილობი);
  • ფორთოხალი  ½ც;
  • კვერცხი  1ც;
  • საფანელი  1ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი და თხელ ფირფიტებად დავჭრათ. დავბეგვოთ ცალ მხარეს. ორივე მხარეს დავაყაროთ მარილი და პილპილი. თითოეულ ნაჭერზე დავდოთ დაჭრილი ფორთოხალი, გადავახვიოთ, ავთქვიფოთ კვერცხი, რულეტები ჯერ კვერცხში ამოვავლოთ, შემდეგ საფანელში. შევწვათ ზეთში 10-15 წთ, დაბალ ცეცხლზე. მზა რულეტები სუფრაზე შეგვიძლია გავიტანოთ მთლიანი ან დაჭრილი. გემრიელად მიირთვით! დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი.

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო