ხორცის სუპი გარგრის ჩირით

ზოგი რეცეპტი თავისი შემადგენლობით გვაოცებს ხოლმე, მაგრამ, როგორც აღმოჩნდება, ინგრედიენტების უჩვეულო შეხამება უმრავლეს შემთხვევაში მშვენიერ გემოს ქმნის. ხორცი სუპი გარგრის ჩირით ამის დასტურია! სცადეთ! დამზადების დრო: 12 სთ.

ინგრედიენტები:

  • ცხვრის რბილი ხორცი  500გრ;
  • კარაქი  40გრ;
  • წყალი  2ლ;
  • შავი პილპილის მარცვლები  5-6ც;
  • ფქვილი  1ს/კ;
  • ოხრახუში  2ღერო;
  • ქინძი  2ღერო;
  • მწვანე რეჰანი  2ღერო;
  • პომიდორი  2ც;
  • კარტოფილი  3ც;
  • ვაშლი  1ც;
  • ლიმონი  1ც;
  • გარგრის ჩირი  50გრ;
  • შავი ქლიავის ჩირი  50გრ;
  • კომში  1ც;
  • მუხუდო  100გრ;
  • ხახვი  1/2თ;
  • მარილი  გემოვნებით:

მომზადების წესი:

მუხუდო გავრეცხოთ და 8-10 სთ წყალში ჩავალბოთ. ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და მოვხარშოთ 1,5სთ. ამოვიღოთ ხორცი, კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავამატოთ ხორცი და ფქვილი. მუხუდო ხორცის ნახარშში მოვხარშოთ. დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი. 10 წთ შემდეგ დავამატოთ ორივე სახეობის დაჭრილი ჩირი, სუპში ჩავამატოთ ტაფის მასა და დაჭრილი კომში. კანგაცლილი პომიდორი დავჭრათ და ქვაბში ჩავყაროთ, გავთალოთ ვაშლი, დიდ ნაჭრებად დავჭრათ და ქვაბში ჩავამატოთ. კერძის გადმოღებამდე 10 წთ ადრე დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილით შევანელოთ. სულ ბოლოს ჩავასხათ ლიმონის წვენი. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო