ხურმის ჯემი

ხურმის ჯემი აროამტული და გემრიელი გამოდის. ფერიც საოცარი აქვს. ცხობაში, ან დილით საუზმეზე პურთან ერთად შესანიშნავია. დამზადების დრო: 35 წთ.

ინგრედიენტები:

  • ხურმა  3-4ც;
  • წყალი  220მლ;
  • მარილი  1/4ჩ/კ;
  • ლიმონის წვენი  3ს/კ;
  • პექტინი  3ს/კ;
  • კარაქი  1/2ს/კ;
  • შაქარი  200გრ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხურმა, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. შემდეგ დავაბლენდეროთ. ხურმის პიურე ქვაბში ჩავასხათ, დავამატოთ წყალი, პექტინი, მარილი, ლიმონის წვენი, ამოვურიოთ, წამოვადუღოთ და 5 წთ ვადუღოთ. ბოლოს დავამატოთ შაქარი, ავადუღოთ და 1 წთ ვადუღოთ. მზა ჯემი სუფთა, მშრალ ქილებში გადავიტანოთ და მოვხუფოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო