ხურმის მურაბა

ხურმის მურაბა გემრიელი, სასარგებლო და ლამაზი დესერტია. გამოიყენება გულსართად ცხობისას, ჩაისთან ერთად მშვენიერია! დამზადების დრო: 5 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხურმა  1კგ;
  • შაქარი  800გრ (თუ ხურმა ძალიან ტკბილია, მაშინ 600გრ);
  • მიხაკი  2-3ც;
  • ბადიანი  2ც (ჩინური ანისი);
  • ლიმონმჟავა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და შევაშროთ ხურმა. გავთალოთ და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. დავაყაროთ შაქარი და 1 სთ დავაყოვნოთ. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და წამოდუღებიდან 40 წთ ვხარშოთ. დავამატოთ მიხაკი, ბადიანი, დავამატოთ ლიმონმჟავა. გადმოვდგათ 2 სთ. შემდეგ დავდგათ ცეცხლზე, ავადუღოთ, 10 წთ ვხარშოთ. მზა ცხელი მურაბა გადავასხათ ქილებში და მოვხუფოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო