ხურმის ჟელე

მწიფე ხურმისაგან შესანიშნავი ჟელე გამოდის. მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 8 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხურმა  2ც;
  • თაფლი  2ს/კ;
  • ჟელატინი  10გრ;
  • წყალი  100მლ;

მომზადების წესი:

ჟელატინი თბილ წყალში ჩავალბოთ. ავურიოთ, რომ ბოლომდე გაიხსნას. თუ საჭიროა, შევათბოთ, არ უნდა ადუღდეს. გავრეცხოთ ხურმა. გავთალოთ, კურკები მოვაცილოთ, დავაბლენდეროთ, თაფლი დავამატოთ და ისევ დავაბლენდეროთ. ჩავასხათ ეს მასა ქვაბში, დავამატოთ ჟელატინი და 1 წთ შევათბოთ საშუალო ცეცხლზე, ვურიოთ. გადავანაწილოთ ჭიქებში და გასაცივებლად შევდგათ მაცივარში. ხურმის ჟელე, მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო