კიევური კოტლეტები

კიევური კოტლეტები ძალიან პოპულარულია, გამოირჩევა თავისი დახვეწილი გემოთი. ეს უკრაინული კოტლეტები იმდენად კარგია,  რომ სადღესასწაულო სუფრასაც კი დაამშვენებს. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 2.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი  350გრ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • კარაქი  60გრ;
  • კამა  1კონა;
  • ზეთი  150მლ;
  • საფანელი  50-70გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ნიორი  1-2კბილი;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. დარბილებულ კარაქს დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა. ჩანგლით კარგად ავურიოთ. ხორცსაკეპში გავატაროთ ხორცი, დავამატოთ მარილი, პილპილი. ფარშით გავაკეთოთ კოტლეტი, შუაში დავაწვეთ და კამიანი კარაქის პატარა ნაჭერი ჩავდოთ, შევკრათ. ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შევწვათ ზეთში,საშუალო ცეცხლზე.  გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო