კიშს ღია პეროგიც შეიძლება ეწოდოს. სხვადასხვა გულსართებით ცხვება. ამ რეცეპტით გაგაცნობთ ნოყიერ, გემრიელ და მარტივად მოსამზადებელ კიდევ ერთ ფრანგულ ღვეზელს. დამზადების დრო: 2 სთ.
ინგრედიენტები:
- ფქვილი 130გრ;
- კვერცხი 3ც;
- კარაქი 70გრ;
- წყალი 1ს/კ (ძალიან ცივი);
- ქათმის ფილე 300გრ;
- პომიდორი 1ც;
- ხახვი 1ც;
- ბულგარული წიწაკა 2ც;
- ყაბაყი 300გრ;
- არაჟანი 100გრ;
- ნაღები 50გრ;
- ყველი 70გრ;
- ზეთი 3ს/კ;
- მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ქათმის ფილე დავჭრათ, დავაყაროთ მარილი, პილპილი და დავაყოვნოთ. ფქვილს შევასრისოთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი, ჩავახალოთ კვერცხი, მარილი დავამატოთ. დავასხათ წყალი და ცომი მოვზილოთ. შევდგათ მაცივარში 30 წთ. ხახვი, ბულგარული და ყაბაყი კუბიკებად დავჭრათ. მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მარილი. ჯამში შევურიოთ არაჟანს კვერცხი, ნაღები და მარილი. ცომი გავაბრტყელოთ და ცხიმწასმულ მრგვალ საცხობ ფორმაში ჩავდოთ. ჯერ ბოსტნეულის ნახევარი დავადოთ, ზემოდან ქათმის ფილეს ნახევარი, დავასხათ არაჟნიანი მასის 1/3, შემდეგ ბოსტნეული, ფილე, არაჟნიანი ნარევი და ზემოდან კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი. დავასხათ დარჩენილი 1/3 ნარევი, შევდგათ 180 გარდუსზე და გამოვაცხოთ 45 წთ. კიში ბოსტნეულითა და ქათმით ცოტა გავაცივოთ და სასურველი ფორმის ნაჭრებად დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება