კიში ორაგულითა და ბროკოლით

კიში ორაგულითა და ბროკოლით ღია პეროგია, ნოყიერი და უგემრიელესი გულსართი აქვს. კარგი იდეაა ვახშმისათვის. დამზადების დრო: 1 სთ 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ორაგული  400გრ (ფილე);
  • ბროკოლი  250-300გრ;
  • მაგარი სახეობის ყველი  100-150გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • არაჟანი  200გრ;
  • ფქვილი  250გრ;
  • კარაქი  125გრ;
  • მარილი  1ჩ/კ (1/4 ცომში, დანარჩენი გულსართში);
  • შაქარი  1/4ჩ/კ;
  • მაცივრის წყალი  2-3 ს/კ;
  • მომზადების წესი:

ცომი ბლენდერში უნდა მოვამზადოთ. კონტეინერში ჩავყაროთ ფქვილი, მარილი, შაქარი, დაჭრილი კარაქი და დავაბლენდეროთ ქვიშისებურად. დავამატოთ წყალი, სწრაფად მოვზილოთ ცომი და შევდგათ მაცივარში 1 სთ. ბროკოლი მდუღარე წყალში მოვწალოთ 3-4 წთ. გადავწუროთ და გავაცივოთ. ორაგულის ფილე პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ასევე დავჭრათ ბროკოლი. ჯამში მოვათავსოთ ორაგული, ბროკოლი, გახეხილი ყველი და ავურიოთ. გავაბრტყელოთ ცომი და მრგვალ საცხობ ფორმაში ჩავდოთ, ცომს ფოლგა დავაფაროთ, ზემოდან კი ლობიო დავაყაროთ. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ცხობისას ცომი არ ამოვიდეს და შეუნარჩუნდეს ბრტყელი ზედაპირი. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 7-8 წთ. კვერცხი და არაჟანი ერთად ავთქვიფოთ, მარილი დავამატოთ. გადმოვიღოთ საცხობი ფორმა, მოვაცილოთ ლობიო და ფოლგა, დავაწყოთ ორაგულიანი გულსართი, დავასხათ არაჟნიანი მასა, შეგვიძლია გახეხილი ყველი მოვაყაროთ, შევდგათ ღუმელში და 30 წთ გამოვაცხოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო