კიში ფენოვანი ცომით

თუ ფენოვანი ცომი მზად გაქვთ, სწრაფად და მარტივად გამოაცხობთ ამ უგემრიელეს ღვეზელს. თან სადილზეც და ვახშამზეც გამოგადგებათ! დამზადების დრო: 1 სთ 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი  1კგ;
  • ბადრიჯანი  800გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • კამა  1კონა;
  • კვერცხი  3ც;
  • რძე  0,5ჭ;
  • მაგარი სახეობის ყველი  200გრ;
  • ფენოვანი ცომი  400გრ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით, მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავალღოთ ფენოვანი ცომი. მოვამზადოთ ბოსტნეული. დავჭრათ პატარა კუბიკებად. ბადრიჯანი, ხახვი და სტაფილო ერთად მოვშუშოთ,  მეორე ტაფაში კი ნიორი და ყაბაყი. შევაერთოთ ორივე მასა, მარილით და პილპილით შევკაზმოთ. საცხობ ფორმაში ჩავდოთ ცომი, დავაწყოთ გულსართი. სოუსი: რძეში ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი, ავთქვიფოთ და დავასხათ ბოსტნეულს. შევდგათ ღუმელში 175 გრადუსზე 20 წთ. კიში ფენოვანი ცომით თბილი გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო