ამ ღვეზელს წვნიანი და არომატული გულსართი აქვს. კიში სოკოთი ნოყიერია, ჩაისთან კარგი იქნება. დამზადების დრო: 1 სთ.
ინგრედიენტები:
- ქამა სოკო 500გრ;
- კვერცხი 2ც;
- არაჟანი 4ს/კ;
- ხახვი 1თ;
- კარაქი 100გრ;
- ფქვილი 1ჭ;
- წყალი 5ს/კ;
- ზეთი 1ს/კ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
დარბილებულ კარაქს დავაყაროთ ფქვილი, დავასხათ წყალი, მწიკვი მარილი დავამატოთ და ცომი მოვზილოთ. შევახვიოთ ცომი ცელოფანში და 30 წთ შევდოთ მაცივარში. გავრეცხოთ სოკო, დავჭრათ და მშრალ ტაფაში მოვშუშოთ მანამ, სანამ წყალი სულ ამოუშრება. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ზეთი, მოვხრაკოთ, მარილი და პილპილი გემოვნებით მოვაყაროთ. გამოვიღოთ ცომი და მრგვალ საცხობ ფორმაში გავბრტყელოთ (20 სმ დიამეტრის ფორმა). დავაწყოთ სოკო. ავთქვიფოთ არაჟანი და კვერცხი და დავასხათ სოკოს. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება