კიტრის სალათი კომბოსტოთი

კიტრის სალათი კომბოსტოთი ძალიან გემრიელი გამოდის. ნამდვილად გიხსნით ზამთარში, უცბად მოსულ სტუმრებს  რომ გაუმასპინძლდებით კარტოფილთან, ან სხვა კერძთან ერთად. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო  1/3თ;
  • კიტრი  300გრ;
  • სტაფილო  200გრ;
  • ხახვი  200გრ;
  • მარილი  30გრ;
  • შაქარი  20გრ;
  • ძმარი  2ს/კ;
  • ზეთი  50მლ;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ ხახვი, სტაფილო გავფხიკოთ, გავრეცხოთ  ბოსტნეული.კომბოსტო წვრილად დავკეპოთ. კიტრი თხელ მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ. სტაფილო ნახევარრგოლებად, ხახვი მრგვლად დავჭრათ. ყველაფერი ერთად მოვათავსოთ, დავამატოთ მარილი და შაქარი. დავასხათ ზეთი. სალატი გადავიტანოთ გასტერილიზებულ ქილებში, დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ ბოსტნეული მთლიანად დაფაროს, ბოლოს ძმარი დავასხათ და მოვხუფოთ. ამოვაბრუნოთ ქილები, გავაცივოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო