კივის მურაბა

კივის მურაბა არც ისე პოპულარულია, თუმცა თუ ერთხელ მაინც მოადუღებთ, იმდენად კარგია, აუცილებლად სულ დაამზადებთ ხოლმე. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  100მლ;
  • ლიმონი  2ც;
  • კივი  1კგ;
  • შაქარი  750გრ;

მომზადების წესი:

ლიმონი გავრეცხოთ და მრგვლად დავჭრათ. 100 გრ შაქარი გავხსნათ წყალში და ამ ხსნარში ჩავაწყოთ ლიმონი. მოვხარშოთ სიროფი 15-20 წთ. გავთალოთ კივი. დავჭრათ მრგვლად და სიროფში ჩავაწყოთ. დავამატოთ დარჩენილი შაქარი, ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე 15 წთ. მზა მურაბა გადავიტანოთ გასტერილიზებულ ქილაში და მოვხუფოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო