“კხარა პერა”

“კხარა პერა” არაჩვეულებრივი, უგემრიელესი, უნაზესი ინდური კანფეტებია. თარგმანში ნიშნავს “უბრალოდ სასწაული”! მართლაც სასწაული გემო აქვს. დამზადების დრო:  5სთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • რძის ფხვნილი  300გრ (25%);
  • შაქრის პუდრა  100გრ;
  • კარაქი  125გრ;
  • ვანილი  გემოვნებით;
  • კაკაოს ფხვნილი  4ს/კ;
  • ქოქოსის ფნტელი  4ს/კ;
  • ნაღები  1ჩ/კ (საჭიროებისამებრ);

მომზადების წესი:

ჯამში ჩავცრათ რძის ფხვნილი და შაქარის პუდრა. დავამატოთ ვანილი და დარბილებული კარაქი. ჯერ ჩანგლით ავურიოთ, შემდეგ ხელით შევაზილოთ. თუ მასა არ იკვრება, დავამატოთ ნაღები. მშრალი ხელით გავაკეთოთ პატარა ბურთულები. ნახევარი კაკაოში ამოვავლოთ, ნახევარი კი ქოქოსის ფანტელში. კანფეტები მაცივარში შევდგათ 5 სთ. შენახვა შეიძლება 4 დღე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო