კლასიკური იტალიური პასტა

თუ ნამდვილი, იტალიური პასტის დაგემოვნება გინდათ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. ეს არის პასტა “კარბონარა”, უგემრიელესი და პრაქტიკული. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  180გრ;
  • სამაკარონე ფქვილი  20 გრ (სემოლინა);
  • კვერცხი  3ც ( 2ც ცომში, 1ც საკმაზში);
  • კვერცხის გული  2ც;
  • ზეითუნის ზეთი  2ს.კ;
  • კარაქი  50გრ;
  • ნიორი  2კბილი;
  • შებოლილი ბეკონი  150გრ;
  • გახეხილი პარმეზანი  3-4 ს/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  2მწიკვი;
  • მარილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

ორივე სახეობის ფქვილი ერთად ჩავყაროთ ჯამში. შუაში ჩავაღრმავოთ და კვერცხი ჩავახალოთ. მოვზილოთ მაგარი ცომი. შევახვიოთ ცელოფანში და 30 წთ დავაყოვნოთ. ასე ცომი უფრო ელასტიური გახდება. შემდეგ ძალიან თხლად გავაბრტყელოთ, ფქვილის დამატება არ არის საჭირო. გაბრტყელებულ ცომს ოდნავ მოვაყაროთ ფქვილი, მოვაფრქვიოთ. გადავახვიოთ, დავჭრათ ძალიან თხლად. დაჭრილი პასტა დავფერთხოთ და გავშალოთ. ავადუღოთ წყალი, ბეკონი დავჭრათ. 1ც კვერცხი, 2ც კვერცხის გული, 2 ს/კ პარმეზანი ავთქვიფოთ ჩანგლით, პილპილი დავაყაროთ. ტაფაში ჩავდოთ კარაქი, ზეთი დავასხათ. მოვშუშოთ ოდნავ ჩაჭყლეტილი ნიორი და გვერდზე გავწიოთ. დავამატოთ ბეკონი და შევბრაწოთ. მდუღარე მარილწყალში ჩავყაროთ პასტა და მოვხარშოთ.  როგორც კი წამოდუღდება, გადმოვდგათ, რომ არ ჩაიხარშოს. გადმოვწუროთ და ტაფაში ჩავამატოთ. დავასხათ ათქვეფილი მასა და მაშინვე გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავამატოთ ცოტა კარაქი, პილპილი. კლასიკური იტალიური პასტა გადავანაწილოთ თეფშებზე და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო