კლასიკური “მედოკი”

ეს ტორტი უნაზესი, რბილი, უგემრიელესი დესერტია. თითქოს პირში დნებაო, ისეთია. დამზადების დრო: 1 სთ 20წთ.

ინგრედიენტები:

  • თაფლი  3ს/კ;
  • კვერცხი  4ც;
  • ფქვილი  2,5ჭ;
  • სოდა  1/2ჩ/კ;
  • გამაფხვიერებელი  1/2ს/კ;
  • შაქრის პუდრა  2/3ჭ;
  • არაჟანი  800გრ;

 

მომზადების წესი:

გავადნოთ თაფლი ორთქლის აბაზანაზე. მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. ცალკე ჯამში შევურიოთ ფქვილი, სოდა და გამახვიერებელი და გავცრათ. თაფლს შევურიოთ ათქვეფილი კვერცხი, დავამატოთ მშრალი მასა და კარგად გადავურიოთ. ცომი 6 ტოლ ნაწილად გავყოთ და მრგვლად გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე ღუმელში, სულ დაგვჭირდება 45-60წთ. ავთქვიფოთ არაჟანი და შაქრის პუდრა. წავუსვათ გაციებულ ფირფიტებს კრემი და ერთმანეთზე დავაწყოთ. ზემოდან დავაყაროთ ნაფშვენები, კლასიკური “მედოკი” 4 სთ მაცივარში დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო